ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ამას ვაფასებ ძმაო“ | ვოლკანოვსკის პასუხი ილიას

UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ილია თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა. „ელ მატადორმა“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „ვოლკი“ რთული მეტოქე იყო, რომელმაც უკეთეს მებრძოლად აქცია.

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ილიას „ინსტაგრამზე“ უპასუხა და განაცხადა: „ამას ვაფასებ ძმაო. გამარჯვებას გილოცავ“.

რა თქვა ილიამ ვოლკანოვსკიზე

„ბევრი იტყვის, რომ არაფერი გამოგივა. მიწასთან გაგასწორებენ და შენში ეჭვი შეეპარებათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ერთადერთი, ვინც მიზნის მისაღწევად გჭირდებათ, საკუთარი თავია. საკუთარი თავის გჯეროდეთ, რწმენა გქონდეთ და თავდაუზოგავად იმუშავეთ, რადგან ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოდიხართ თუ იცით, სად მიდიხართ. ის, რაც თქვენ წინაა, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც წარსულშია. არასდროს დანებდეთ, ფეხზე წამოდექით და იბრძოლეთ! მადლობა ვოლკ, რთული მეტოქე იყავი, რომელმაც უკეთესი მებრძოლი გამხადა. შენთან ერთად ოქტაგონზე ყოფნა დიდი პატივი იყო“.

ცნობისთვის, „ელ მატადორმა“ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დასვენება არ მაცადა“ | სეხუდომდე მერაბმა ალჯოსთან იჩხუბა
„დასვენება არ მაცადა“ | სეხუდომდე მერაბმა ალჯოსთან იჩხუბა