მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„მიეცით მერაბს სატიტულო ჩხუბი!“ | ჟურნალისტების და მებრძოლების გამოხმაურებები

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „მანქანის“ წარმატებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ცნობილი ჟურნალისტები და მებრძოლები მოითხოვენ, დვალიშვილმა მომდევნო ჩხუბი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართოს.

ბენ ასკრენი (ყოფილი მებრძოლი): „თუ ამის შემდეგ, მერაბი სატიტულო ჩხუბს ვერ მიიღებს, ამბოხს მოვაწყობთ“.

ალექსანდარ რაკიჩი (UFC-ის მებრძოლი): „მექსიკა მერაბით ამაყობს“.

დერეკ ბრანსონი (UFC-ის ყოფილი მებრძოლი): „მერაბი ერთი ძალიან ნიჭიერი მებრძოლია. მოუთმენლად ველი, მისგან მეტს როდის ვნახავ“.

რენატო მოიკანო (UFC-ის მებრძოლი): „გრეპლინგი MMA-ში განსხვავდება ჭიდაობისგან და გრეპლინგისგან. მერაბი ამის დასტურია“.

ჯამაჰალ ჰილი (UFC-ის ყოფილი ჩემპიონი): „მხოლოდ სატიტულო ჩხუბი ამის შემდეგ“!

ჯედ მეშიუ (MMA Fighting-ის ჟურნალისტი): „მერაბ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლია. არ მგონია, რომ საპირისპიროს დასამტკიცებლად რაიმე არგუმენტი არსებობდეს“.

შაჰინ ალ-შატი (MMA Fighting-ის რედაქტორი): „მერაბ დვალიშვილი ალჯამეინ სტერლინგის რეკორდს გაუთანაბრდა და სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ყველაზე გრძელი მოგებების სერია აქვს. მიუხედავად ამისა, ქამრისთვის ჯერ არ უჩხუბია. თუ UFC 299-ის შემდეგ, ქამრისთვის ბრძოლას არ მიიღებს, აქ საერთოდ რას ვაკეთებთ?“

მეგან ანდერსონი (ESPN-ის ანალიტიკოსი): „მიეცით მერაბ დვალიშვილს სატიტულო ბრძოლა! ეს ბიჭი ცხოველია და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლებისთვის სერიოზული საფრთხეა“.

გეტყვით იმასაც, რომ სეხუდო UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. მერაბამდე მან დვალიშვილის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ცუდი მოქმედი ჩემპიონი? - ნაპოლის კატასტროფული შედეგი
ყველაზე ცუდი მოქმედი ჩემპიონი? - ნაპოლის კატასტროფული შედეგი