გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინს სიურპრიზი გაუკეთეს | გიოს MVP-ის ჯილდო მოულოდნელად გადასცეს

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ესპანეთის საკალათბურთო თასისთვის ემზადება და პირველ შეხვედრას „უნიკახას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, „შერმინატორს“ სიურპრიზი გაუკეთეს და ლიგა ენდესას თვის MVP-ის ჯილდო გადასცეს.

შერმადინი და მისი თანაგუნდელი, აარონ დოორნეკამპი სახალისო ვიდეოს გადასაღებად მიიწვიეს. გიოსა და აარონის დავალება იყო, ჭიქები ფერების მიხედვით სწორად დაელაგებინათ და დაემთხვიათ იმ განლაგებისთვის, რაც მათგან დაფარული იყო. რეალურად კი, ფერადი ჭიქები კი არა, დამალული MVP-ის ჯილდო იყო, რომელიც გიოს უნდა მიეღო.

ცნობისთვის, შერმადინი ლიგა ენდესას თვის MVP კარიერაში მეთორმეტედ გახდა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. საერთო ჯამში, შერმადინი იანვარში 17.3 ქულას, 8.3 მოხსნასა და 1.5 შედეგიან გადაცემასა აგროვებდა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 24.3 გახლდათ.

როგორც აღვნიშნეთ, შერმადინს ლიგა ენდესას თვის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული. ქართველმა ცენტრმა მეორე ადგილზე მყოფ ტანოკა ბირდს უკვე 2 MVP-ით გაუსწრო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პოზიცია შევუცვალე და ბრწყინვალე შედეგები მივიღეთ - მაცარი კვარაზე
პოზიცია შევუცვალე და ბრწყინვალე შედეგები მივიღეთ - მაცარი კვარაზე