ილია თოფურია
Aa
Aa

მადლობა ესპანეთო, უსაზღვროდ მადლიერი ვარ - თოფურიას პასუხი იკერს, ინიესტასა და სხვებს

ილია თოფურიას მხარდაჭერა ცნობილმა სპოტსმენებმა, მათ შორის რაფაელ ნადალმა, იკერ კასილასმა, ალვარო მორატამ, ფედე ვალვერდემ, ანდრეს ინიესტამ, ლუკას ვასკესმა, ნიკო შერაზადიშვილმა, ფერან ტორესმა და სხვა ცნობილმა სახეებმა გამოუცხადეს. ამასთან დაკავშირებით ილია თოფურიამ Instagram-ში პოსტი გამოაქვეყნა.

იკერ კასილასი: „იღბლიან გამოსვლას გისურებ. ყველანი ველით შენს გამარჯვებას, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდები. ნამდვილი ჩემპიონი''.

ანდრეს ინიესტა: „ყველანი შენი გამარჯვების მოლოდინში ვართ, გვჯერა ყველაფერი კარგად იქნება. ჩაგეხუტე, ჩემპიონო''.

ალვარო მორატა: „ახალგაზრდებისთვის და ზოგადად ყველასთვის შთაგონების წყარო ხარ. არ გჭირდება იღბალი. ყველანი შენს გვერდით ვარ''.

ილია თოფურია: „ამ გზავნილების, მხარდაჭერისა და გამხნევების გამო უსაზღვროდ მადლიერი ვარ.  15 წლის წინ ამ დიდებულ ქვეყანაში ჩემს ოჯახთან ერთად ჩამოვედი იმ ხედვითა და გადაწყვეტილებით, რომ ჩემი იღბალი შემეცვალა. შაბათს ყველას ამ დიდ სიყვარულს ისტორიული ტიტულით დაგიბრუნებთ. მადლობა ესპანეთო’’.

შეგახსენებთ, UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს, საქართველოს დროით კი 18 თებერვალს, 07:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები