მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, ისრაელ ადესანია
Aa
Aa

„ამის გამო დიდ პატივს ვცემ...“ - ადესანია მერაბ დვალიშვილზე

UFC-ის საშუალო წონის გამორჩეულმა მებრძოლმა, ისრაელ ადესანიამ მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და ალჯამეინ სტერლინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმის გამო პატივისცემა გამოუცხადა.

რა თქვა ადესანიამ:

ყველა მებრძოლი განსხვავებულია. ზოგს ეს მოსწონს, ზოგს - არა, მაგრამ ყველას თავისი პრინციპები აქვს. პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, ბრწყინვალე რაღაც გააკეთა. მაგარია, როცა შენ ტიტულის ნომერ პირველი პრეტენდენტი ხარ, შენი ძმა კი ქამარს ფლობს და მის მიმართ არანაირი შური, სიძულვილი ან სიბრაზე არ გიჩნდება. პირიქით, მის გამო ბედნიერი ხარ, რადგან მისი წარმატება შენი წარმატებაა. ამის გამო დიდ პატივს ვცემ!

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი 18 თებერვალს, UFC 298-ზე ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. ბრძოლა თბილისის დროით 07:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეცდომები დაუშვეს, უმნიშვნელოვანესი ჩხუბი ელოდებათ“ | დენა უაითი მერაბსა და სეხუდოზე
„შეცდომები დაუშვეს, უმნიშვნელოვანესი ჩხუბი ელოდებათ“ | დენა უაითი მერაბსა და სეხუდოზე