მაკაბი, ჯო ტომასონი
Aa
Aa

7 ქულა და 4 მოხსნა - მაკაბიში ჯო ტომასონის დებიუტი შედგა

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრებში ახალი ნატურალიზებული მოთამაშე ჯო ტომასონი ითამაშებს.

ამერიკელ კალათბურთელს დღეს თელ ავივის მაკაბის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. 30 წლის ჯოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში მაკაბი აირონ რამათ განს მარტივად 92:75 მოუგო.

ტომასონმა პარკეტზე 11 წუთი და 31 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკელმა 7 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ ტომასონი მაკაბიში გადასვლამდე „გრანადას“ ღირსებას იცავდა და მისი სტატისტიკა საშუალოდ 14.1 ქულა, 3.4 მოხსნა და 3.4 შედეგიანი გადაცემა იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბაჰრეინის ჩელენჯერი - ბასილაშვილი 18 წლის ჩოგბურთელთან დამარცხდა
ბაჰრეინის ჩელენჯერი - ბასილაშვილი 18 წლის ჩოგბურთელთან დამარცხდა