ტომას ტუხელი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ტუხელი ბარსელონაში? - ლაპორტა ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს

„ბარსელონა“ ახალი სეზონიდან მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელის დანიშვნით არის დაინტერესებული. ესპანური Diario Sport-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტასთვის გერმანელი სპეციალისტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

სააგენტო წერს, რომ ლაპორტა იურგენ კლოპის მოყვანას ცდილობს, რომელიც „ლივერპულს“ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს, თუმცა, 56 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ გაურკვეველი ვადით დასვენება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, კლოპი მინიმუმ 1 წლით იუქმებს.

ამის ფონზე, ლაპორტა გეგმა B-ზე გადაერთო, რაც გუნდში ტომას ტუხელის მოყვანას გულისხმობს. ევროპულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანელმა სპეციალისტმა შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნი“ დატოვოს, რაც ლაპორტას გეგმებს კიდევ უფრო გაამარტივებს. თუმცა, Diario Sport-ი წერს, რომ ტუხელი „ბარსელონას“ წინადადებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ლაპორტა უმაღლესი დონის პროექტს წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ სეზონის ბოლოს ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ დატოვებს. ჟოან ლაპორტას ესპანელი სპეციალისტის შემცვლელი ამ დრომდე არ ჰყავს ნაპოვნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები