პოჩეტინო: “რატომ უნდა ვუყვარდე გულშემატკივრებს?“
Aa Aa
12 თებერვალი 2024  |  15:42

პოჩეტინო: “რატომ უნდა ვუყვარდე გულშემატკივრებს?“

მიმდინარე სეზონში, ლონდონის „ჩელსი“ კატასტროფულ შედეგებს აჩვენებს. ამ ყველაფრის ფონზე კი, რა თქმა უნდა, გულშემატკივრები მაურისიო პოჩეტინოს მიმართ დადებითად არ არიან განწყობილები.

ამ საკითხთან დაკავშირებით, არგენტინელმა სპეციალისტმა ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა.

პოჩეტინო:

„რატომ უნდა ვუყვარდე გულშემატკივრებს? ჩემს მოსვლამდე „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგას, პრემიერ ლიგას და თასებს იგებდა. 7-8 თვის შემდეგ, რატომ უნდა ვუყვარდე მათ?

ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავედით, მაგრამ პრემიერ ლიგაში ცუდ სიტუაციაში ვართ. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის გულშემატკივრები პატივს მცემენ. მათ ყოველდღე ვხედავ ქუჩებში და ეს იგრძნობა, თუმცა ვერ მოგატყუებთ.. მათ მე ნამდვილად არ ვუყვარვარ.“

ცნობისთვის, „არისტოკრატებმა“ პრემიერ ლიგაში ბოლო ორი მატჩი წააგეს.(„ლივერპულთან“ და „ვულვზთან“).

23 ტურის შემდეგ, „ჩელსის“ სატურნირო ცხრილში 31 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, პოჩეტინოს შეგირდები „კრისტალ პალასს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
მარათონის სუპერვარსკვლავი და რეკორდსმენი ტრაგიკულად დაიღუპა
მარათონის სუპერვარსკვლავი და რეკორდსმენი ტრაგიკულად დაიღუპა