საბა საზონოვი, ივან იურიჩი, მატეო ლოვატო
Aa
Aa

იურიჩი საზონოვს სასტარტოში დააბრუნებს? - საბას კონკურენტმა ცუდად ითამაშა

სერია A-ს 24-ე ტურში „სასუოლომ’’ „ტორინოსთან’’ 1:1 ითამაშა. ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა საბა საზონოვი თადარიგში დააბრუნა და მის ნაცვლად მატეო ლოვატო ათამაშა. ანგარიში მე-5 წუთზე ანდრეა პინამონტიმ გახსნა, მასთან საჰაერო ბრძოლა სწორედ ლოვატომ წააგო, ასე გავიდა გოლი.


ტურინული გამოცემა Toro ლოვატოს თამაშს კრიტიკულად აფასებს.

Toro: „სალერნიტანასთან’’ საბა საზონოვს კარგად არ უთამაშია, „სასუოლოსთან’’ სკამზე დარჩა, ლოვატომ უფრო ცუდი ან მსგავსი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა’’.

„სასუოლოსთან'' საზონოვი სკამზე იჯდა, თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში საბა საზონოვმა 8 მატჩი ჩაატარა, 8-დან მხოლოდ ორ შეხვედრაში მოხვდა სასტარტოში. საბასა და ლოვატოს სათამაშო დრო მას შემდეგ გაეზარდათ, რაც ალესანდრო ბუონჯორნომ ტრავმა მიიღო, 24 წლის ცენტრალური მცველი მარტის დასაწყისში დაბრუნდება, უახლოეს შეხვედრებს გამოტოვებს.

„ტორინო'' შემდეგ ტურში „ლეჩეს'' მიიღებს (16 თებერვალი, 22:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები