თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას შედეგიანი მატჩი - ვირტუსმა სკაფატი გაანადგურა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „სკაფატის“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 94:67 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში შენგელიამ 8 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ საერთოდ არ დაჯარიმებულა. თორნიკე შენგელიამ 4-დან 4 საჯარიმო და 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

20 ტურის შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს და ლიდერ „ბრეშას“ 2 ქულით ჩამორჩება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას იტალიის თასზე 15 თებერვალს, „რეჯიო ემილიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები