ხვიჩა კვარაცხელია, სტეფანო პიოლი, ტეო ერნანდესი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

ნაპოლის მარცხი მილანთან - კვარამ შეუცვლელად ითამაშა

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, ამ დროის განმავლობაში ქართველმა შემტევმა შედეგიანი მოქმედებით თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. განსაკუთრებით პირველ ნახევარში, როდესაც შეხვედრის სტარტზე ჯოვანი სიმეონეს შესანიშნავი მოძრაობით გოლის გატანის შანსი მისცა, თუმცა, არგენტინელის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

ამის გარდა, კვარაცხელია მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა სახიფათო ეპიზოდების შექმნას როგორც პასებით, ისე თავისი დრიბლინგებით.

ერთადერთი და გამარჯვების გოლი 25-ე წუთზე ტეო ერნანდესმა გაიტანა, რითაც „როსონერიმ“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და საგულისხმოა, რომ 2014 წლის შემდეგ „მილანმა“ პირველად შეძლო საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ დამარცხება.

24 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 35 ქულით მე-9 ადგილზეა და მე-4 ადგილზე მყოფ „ატალანტას“ 7 ქულით ჩამორჩება, „მილანი“ კი 52 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ მიიღებს, „მილანი“ კი სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები