მიკელ არტეტა
Aa
Aa

„ასეთი ანგარიში ბევრს ამბობს თამაშის ხარისხზე“ - არტეტა ვესტ ჰემთან გამარჯვების შემდეგ

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ „ვესტ ჰემთან“ 6:0 გამარჯვების შემდეგ Sky Sports-თან ინტერვიუს დროს თავისი გუნდის თამაშის ხარისხზე ისაუბრა.

რა თქვა არტეტამ:

საოცრად კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით. ასეთი დიდი სხვაობით მოგება, თანაც ასეთ სტადიონზე, სადაც თამაში ძალიან რთულია, ჩვენს ხარისხზე ბევრს ამბობს. შესანიშნავია კლუბისთვის ისტორიის შედგენა, განსაკუთრებით ამ გზით. კარგ ფორმაში ვართ და ეს უნდა შევინარჩუნოთ. გუნდი თამაშის დასაწყისიდანვე მკვეთრად მოქმედებდა. ვესტ ჰემთან ბოლო ორი თამაშის შემდეგ გაუმჯობესება გვჭირდებოდა და ეს ბიჭებისთვის კარგი მოტივაცია იქნება. ის, რაც საკამ ბოლო 2-3 სეზონში გააკეთა, საოცრებაა. საოცარია მისი დამოკიდებულება და ოსტატობა, რასაც ყოველკვირეულად ავლენს. მისი დამარცხება ძნელია. სწორედ ამის გამო არის ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე.

24 ტურის შემდეგ, „არსენალი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „ლივერპულს“ 2 ქულით ჩამორჩება. მიკელ არტეტას გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, სტუმრად „ბარნლისთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები