ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

კოჭის ტრავმა - ბელინგემი რეალს 3 კვირით გამოაკლდა

ჯუდ ბელინგემმა ლა ლიგის 24-ე ტურში „ჟირონასთან“ მატჩში დაზიანება მიიღო და გუნდს დაახლოებით 1 თვე ვერ დაეხმარება.

ჯუდი 57-ე წუთზე შეცვალეს. ინგლისელს იქამდე კოჭის არეში ორჯერ ჩაარტყეს, თუმცა მოედანზე ორივეჯერ დაბრუნდა. საბოლოოდ, მისი დაზიანება გართულდა და მძიმე დაჭიმულობაში გადაიზარდა.

La Sexta-ს ჟურნალისტის ხოსე ლუის სანჩესის თქმით, ბელინგემი კოჭის სახსრის მძიმე დაჭიმულობის გამო 2-3 კვირას გამოტოვებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და იმავეს წერს.

ამ მოცემულობით, ბელინგემი შემდეგ მატჩებს გამოტოვებს: ჩემპიონთა ლიგაზე „ლაიპციგის“ წინააღმდეგ, ლა ლიგაში „რაიო ვალეკანოსთან“, „სევილიასთან“ და „ვალესიასთან“ დაპირისპირებებსაც დააკლდება.

ჟურნალისტი არანჩა როდრიგესი წერს, რომ ბელინგემი 6 მარტს „ლაიპციგთან“ საპასუხო მატჩისთვის მზად უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ბელიგემმა მიმდინარე სეზონში „რეალის" მაისურით 29 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდი ლესტერთან დამარცხდა - ჩაკვეტაძის შეცდომა და ლამაზი მოძრაობა
უოტფორდი ლესტერთან დამარცხდა - ჩაკვეტაძის შეცდომა და ლამაზი მოძრაობა