ხვიჩა კვარაცხელია, ნიკოლო შირა
Aa
Aa

ნიკოლო შირა: ნაპოლი 4.5 მილიონს სთავაზობს, კვარას 6 უნდა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მორიგ სიახლეს აქვეყნებს.

შირა მხარეებს შორის მოლაპარაკებებზე საუბრობს და ამბობს, რომ მხარეები თანხაზე ვერ თანხმდებიან.

„ნაპოლი ამჟამად თავის პოზიციაზე მყარად დგას. ისინი კვარაცხელიას გარემოცვასთან კონტაქტზე დიდი ხანია იმყოფებიან. კლუბი ხვიჩაზე მომდევნო სეზონისთვის დიდ გეგმებს აწყობს. რაც შეეხება ახალ კონტრაქტს, ნაპოლიმ მათ წლიური 4 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც ხვიჩას მხარისთვის ცოტაა.

კვარაცხელია 6 მილიონს ითხოვს. შესაძლოა შეთანხმება ბონუსების სისტემის გამოყენებით შედგეს. მოლაპარაკებები პროგრესირებს, ფეხბურთელის აგენტი ამჟამად იტალიაში იმყოფება. ორივე მხარეს აწყობს ძალისხმევის გამოჩენა“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში არსებული ცნობებით, მამუკა ჯუღელი „ნაპოლის“ შეთავაზებულ 4.5 მილიონის 5-მდე გაზრდას ითხოვდა. დღეს კი შირამ დაწერა, რომ კვარა 6 მილიონზე იქნება თანახმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესტალიაზე გამართულ 5-ზე მეტ მატჩს დაესწრნენ | ნიუკასლი მამარდათი ინტერესდება
მესტალიაზე გამართულ 5-ზე მეტ მატჩს დაესწრნენ | ნიუკასლი მამარდათი ინტერესდება