გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ კლევერლი
Aa
Aa

„მისი ჯანმრთელობით ვერ გავრისკავთ“ - ჩაკვეტაძე ბოლო ტურსაც გამოტოვებს

გიორგი ჩაკვეტაძისთვის საკლუბო დონეზე 2023/24 წლების სეზონი დასრულებულია. „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ჩაკვე ჩემპიონშიფის ბოლო ტურსაც გამოტოვებს.

გიორგის საზარდულის პრობლემა უკვე დიდი ხანია აწუხებს და ბოლო 2 ტური სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა.

„უოტფორდი“ 4 მაისს „მიდლსბროს“ დაუპირისპირდება და ეს სეზონის ბოლო მატჩი იქნება.

„ჩაკვეტაძეს კვლავ საზარდულის პრობლემა აქვს. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად არის მისთვის ეს ზაფხული მნიშვნელოვანი. ამიტომ, ამჯერადაც არ ვაპირებთ, რომ მისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დავაყენოთ“.

- განაცხადა კლევერლიმ პრესკონფერენციაზე.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ მცირე ტრავმა რამდენჯერმე მიიღო. ამის მიუხედავად, ჩემპიონშიფში 34 მატჩი ჩაატარა, ასოციაციის თასზე - 3, რაც ნიშნავს რომ საერთო ჯამში სტაბილური სეზონი ჰქონდა. კარგ ფიზიკურ ფორმაშია, დაცვითი ფუნქციების შესრულებისას დიდი პროგრესი აქვს, რაც ბოლო სანაკრებო მატჩებშიც გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესტალიაზე გამართულ 5-ზე მეტ მატჩს დაესწრნენ | ნიუკასლი მამარდათი ინტერესდება
მესტალიაზე გამართულ 5-ზე მეტ მატჩს დაესწრნენ | ნიუკასლი მამარდათი ინტერესდება