იტალიას და გერმანიას ჩემპიონთა ლიგაზე 5-5 გუნდი ეყოლებათ
Aa
Aa

იტალიას და გერმანიას ჩემპიონთა ლიგაზე 5-5 გუნდი ეყოლებათ

2024/25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება და გუნდების რაოდენობა გაიზრდება.

ახალი წესების თანახმად, ტოპ 5 ლიგებს შორის პირველ ორ ადგილზე მყოფი ჩემპიონატები ამიერიდან ჩემპიონთა ლიგაზე 4-4 გუნდის ნაცვლად 5-5 გუნდით გამოვლენ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური პირველი მატჩების დასრულების შემდეგ, საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ მეხუთე გუნდი იტალიასა და გერმანიას დაემატებოდათ. მას შემდეგ, რაც „დორტმუნდმა“ პსჟ დაამარცხა, ინგლისისთვის გერმანია კოეფიციენტის მიხედვით მიუწვდომელი გახდა.

იტალიამ მეხუთე ადგილი რამდენიმე კვირის წინ გაიფორმა.

რაც შეეხება „დორტმუნდს“, ისინი ბუნდესლიგაში ამჟამად სწორედ მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან, რაც ამიერიდან ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი პოზიციაა. თუმცა „ბორუსიას“ გაისად ამ ტურნირზე ასპარეზობა წელს გამარჯვების შემთხვევაში ექნება გარანტირებული.

ბოლოს გეტყვით, რომ განახლებულ ჩემპიონთა ლიგაზე ახალი სეზონიდან 36 გუნდი ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის გოლი ტაიმზ-სკვერის დიდ ეკრანზე | იდეის ავტორი მეცის ქომაგი გახლავთ
მიქაუტაძის გოლი ტაიმზ-სკვერის დიდ ეკრანზე | იდეის ავტორი მეცის ქომაგი გახლავთ