მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელი: “ჩვენმა საუკეთესო ფეხბურთელმა შეცდომა დაუშვა“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მორიგი დიდებული დაპირისპირება ვიხილეთ. მადრიდის „რეალმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მცირე კომენტარი გააკეთა.

ტუხელი:

„ჩვენმა საუკეთესო ფეხბურთელმა, რომელმაც მატჩში არაერთხელ გადაგვარჩინა შეცდომა დაუშვა. ინდივიდუალურმა შეცდომამ თამაშის მიმდინარეობა შეცვალა. შემდეგ კი ანგარიში 2:2 უნდა გამხდარიყო და არ მოგვცეს.

რას ვფიქრობ სანტიაგო ბერნაბეუზე? ვფიქრობ, ეს სტადიონი მსაჯებზე დიდ გავლენას ახდენს. ფინალში გასვლას ჩვენ ვიმსახურებდით.“

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბი“ 88-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა. სტუმართა მხრიდან თავი ალფონსო დევისმა გამოიჩინა. „ბლანკოსიდან“ კი 4-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა ხოსელუმ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანჩელოტის შეგირდები დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსი: “წავედით მეთხუთმეტეს მოსაგებად“
ვინისიუსი: “წავედით მეთხუთმეტეს მოსაგებად“