გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის გოლი ტაიმზ-სკვერის დიდ ეკრანზე | იდეის ავტორი მეცის ქომაგი გახლავთ

გიორგი მიქაუტაძის გოლისა და ცნობილი აღნიშვნის ვიდეო ნიუ იორკში მდებარე ტაიმზ-სკვერის გიგანტურ ეკრანზე გავიდა. ინიციატივის ავტორი „მეცის“ ახალგაზრდა ქომაგი, 19 წლის მატისი გახლავთ, რომელმაც ვიდეოს გასვლის მომენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გააზიარა.

„რამდენიმე თვეა, რაც აღმოვაჩინე, რომ ტაიმზ-სკვერის გიგანტურ ეკრანზე პირადი ვიდეოების ჩვენებაა შესაძლებელი. ნიუ იორკში გამგზავრებას ვაპირებდი და გადავწყვიტე, მეფე გიორგისა და მისი ლეგენდარული აღნიშვნის ამსახველი ვიდეო დიდ ეკრანზე მეჩვენებინა“, - აცხადებს მატისი.

„მეცის“ ქომაგს 15-წამიანი ვიდეოს გაშვება 40 აშშ დოლარი დაუჯდა და როგორც თავად ამბობს, ეს აბსოლუტურად გამართლებული ინიციატივა იყო. მის ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მატისმა გასულ სეზონში, მიქაუტაძის მიერ „ბორდოს“ კარში გატანილი გოლი აირჩია.

ცნობისთვის, ტაიმზ-სკვერის გიგანტურ ეკრანზე 15-წამიანი ვიდეოს გაშვების საფასური 40 დოლარიდან იწყება და ფასი დამოკიდებულია დროზე, როცა მისი გაშვება ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესტალიაზე გამართულ 5-ზე მეტ მატჩს დაესწრნენ | ნიუკასლი მამარდათი ინტერესდება
მესტალიაზე გამართულ 5-ზე მეტ მატჩს დაესწრნენ | ნიუკასლი მამარდათი ინტერესდება