თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

გაძევება და მძიმე ბრძოლა - ქართული კლასიკო ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტურის მატჩები გაიმართა, რომელთაგან ცენტრალური ქართული კლასიკო იყო - ქუთაისში „ტორპედომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩი ტრადიციულად დაძაბული გამოდგა, თუმცა საგოლე მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა. ძირითადად გარდამავალი უპირატესობა ვიხილეთ, რომელიც 54-ე წუთზე შეიცვალა, როცა „დინამოს“ კიკე ლოპესი გაუძევეს.

ამის შემდეგ, „ტორპედო“ უპირატესობას დაეუფლა, იყო ძელიც, ბოლო წუთებზე რეალური მომენტიც შექმნეს, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში დღეს ქუთაისურ კლუბს ცივსისხლიანობა აკლდა.

ამრიგად, „დინამომ“ ამ ქულის მოპოვების შემდეგ, 15 ქულა დააგროვა და ცხრილში კვლავ მე-5 პოზიციაზეა. „ტორპედო“ კი 19 ქულით ასევე უცვლელად მე-4 ადგილზე რჩება.

დღის სხვა მატჩები:

თელავი 0:1 დილა

სამტრედია 0:3 იბერია 1999

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი ჯანმრთელობით ვერ გავრისკავთ“ - ჩაკვეტაძე ბოლო ტურსაც გამოტოვებს
„მისი ჯანმრთელობით ვერ გავრისკავთ“ - ჩაკვეტაძე ბოლო ტურსაც გამოტოვებს