კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი, ედენ აზარი
Aa
Aa

აზარი: ინდივიდუალურად მხოლოდ მესი მჯობდა

ედენ აზარი თვლის, რომ მას ინდივიდუალური თვალსაზრისით მხოლოდ ლეო მესი სჯობდა.

- იყვნენ თუ არა ფეხბურთელები, რომლებსაც შეხედე და შენს თავს უთხარი: „ის ჩემზე ძლიერია"?

„ინდივიდუალურად, ალბათ მხოლოდ მესი. ბარსელონაში მისი თამაშისგან სიამოვნებას ვიღებდი, შემდეგ ცოტა ნაკლებად, მაგრამ ის უდიდესია ისტორიაში. მისი დამარცხება შეუძლებელია, ბურთს ვერ წაართმევ.

კრიშტიანუს ჩემზე მეტი მიღწევები აქვს, მაგრამ სუფთა საფეხბურთო კუთხით, ინდივიდუალურად მართალი გითხრათ, ის არ არის ჩემზე უკეთესი. შესაძლოა ნეიმარიც.

ასევე იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც ჩემზე ძლიერები არ იყვნენ, რეალს უბრალოდ საუკეთესოები ჰყავდა. კარიერული მიღწევების ჩათვლით. ბენზემა, მოდრიჩი, კროსი, დე ბრუინი. ჩემზე მაღალი დონის მოთამაშეები არიან. ისინი ფეხბურთით სუნთქავენ“.

– მეტის მიღწევა შეგეძლო?

„დიახ. უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება შეიძლებოდა. ალბათ უკეთესადაც უნდა მეთამაშა. მაგრამ მაშინ ამაზე არ მიფიქრია.

მეტის მიღწევა მინდოდა? არა. აბსოლუტურად არა. სტატისტიკაზე არასდროს ვნერვიულობდი. 300 მატჩი? 200? ახლა ამიტომ არ ვარ აქ. მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა: სიამოვნება მიმეღო ფეხბურთისგან და ის მივიღე“.

- თქვა აზარმა L’Equipe-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 დიდი კლუბი ინტერესდება - დე ლაურენტისი ხვიჩას მომავალს გადაწყვეტს
4 დიდი კლუბი ინტერესდება - დე ლაურენტისი ხვიჩას მომავალს გადაწყვეტს