ბარსელონა, ბაიერნი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

პეპ გუარდიოლას 10 წარუმატებელი ტრანსფერი

პეპ გუარდიოლა ყოველთვის გამოირჩეოდა ტრანსფერების კუთხით. ესპანელ სპეციალისტს თავის გუნდებში არაერთი დიდებული ფეხბურთელი გადაუყვანია, თუმცა იყო ტრანსფერები, რომლებმაც არ გაამართლეს.

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ პეპის 10 წარუმატებელი ტრანსფერს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი(59 მილიონი ევრო)

ლეგენდარული შვედი ცნობილი იყო თავისი გამორჩეული ხასიათით და ყველა იმ კლუბში გაიბრწყინა, სადაც უთამაშია. როდესაც ის „ინტერიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა ყველა ფიქრობდა, რომ კარიერის მწვერვალზე ავიდა და გაიბრწყინებდა, თუმცა ასე არ მოხდა. პეპთან პირადი კონფლიქტის გამო „ბლაუგრანა“ 1 წელიწადში დატოვა. მის ანგარიშზე 46 ჩატარებულ მატჩში 22 გოლია.

ბენჟამინ მენდი(52 მილიონი ევრო)

ფრანგი უკანახაზელი ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მცველად ითვლებოდა და პეპმა მისი ყიდვა გადაწყვიტა. მენდიმ „სიტის“ მაისურით 75 მატჩი ჩაატარა და ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა მოგვიანებით ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს და ფეხბურთის თამაში აუკრძალეს.

კალვინ ფილიპსი(42 მილიონი ევრო)

ფილიპსი „ლიდსის“ ნახევარდაცვაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო პრემიერ ლიგაში ბრწყინავდა. რა თქმა უნდა, მისით გუარდიოლა დაინტერესდა და ტრანსფერი შედგა, თუმცა კალვინი ესპანელი მწვრთნელის ფორმაციას და სათამაშო სტილს ვერ მოერგო და ნახევარ სეზონში „ვესტ ჰემში“ გადავიდა.

ჩიგრინსკი(22 მილიონი ევრო)

უკრაინელი ფეხბურთელი დონეცკის „შახტარის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო. კატალონიურ გრანდში დიდი იმედებით გადავიდა, მაგრამ გაცემული ავანსებით ვერაფრით გაამართლა და 1 სეზონის შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

კლაუდიო ბრავო(17 მილიონი ევრო)

გუარდიოლამ ბრავო ჯო ჰარტის შემცვლელად იყიდა, მაგრამ ვეტერანი მეკარე პრემიერ ლიგას ვერ მოერგო, ადაპტაცია გაუჭირდა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ გუარდიოლამ ის ედერსონით ჩაანაცვლა. კლაუდიომ „ქალაქელების“ მაისური 61-ჯერ მოირგო და შემდეგ უფასოდ „ბეტისში“ გადავიდა.

ჟოაუ კანსელუ(60 მილიონი ევრო)

პორტუგალიელი უკანახაზელი წარუმატებელი ტრანსფერი ნამდვილად არ არის და „სიტიში“ კარგი მატჩები უხვად ჰქონდა, თუმცა მისმა არასტაბილურმა ხასიათმა პეპთან კონფლიქტი გამოიწვია, რის შედეგადაც მიუნხენის „ბაიერნში“ გაანათხოვრეს, მაგრამ არც გერმანულმა გიგანტმა ისურვა მისი გამოსყიდვა. დღეს კი „ბარსელონაშია“ განათხოვრებული, სადაც ჯერჯერობით პრობლემები არ აქვს.

მეჰდი ბენატია(22 მილიონი ევრო)

„რომაში“ დიდებული თამაშის და გოლების გატანის შემდეგ, პეპმა მისი ყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ მეჰდი არასდროს იყო „ბაიერნის“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი. მუდმივმა როტაციამ მას სათამაშო ფორმა დაუკარგა და არც გუარდიოლას ნდობა გამყარებულა. საბოლოოდ ის „იუვენტუსში“ გადავიდა.

მარტინ კასერესი(14 მილიონი ევრო)

ურუგვაელი ფეხბურთელი ბარსაში პეპის ერთ-ერთი პირველი შენაძენი იყო, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა და რიგით მეოთხე მცველად გადაიქცა. 1 წლის შემდეგ „იუვენტუსში“ გადავიდა.

ნოლიტო(14 მილიონი ევრო)

მიუხედავად იმისა, რომ პეპი და ნოლიტო ერთმანეთს „ბლაუგრანადან“ იცნობდნენ, მათი მანჩესტერული თანამშრომლობა არ შედგა. ესპანელი შემტევი ძირითადი შემადგენლობისთვის უშედეგოდ იბრძოდა და 1 სეზონის შემდეგ „სევილიაში“ დაბრუნდა.

მარიო გიოტცე(32 მილიონი ევრო)

მიუხედავად წარმატებული სტარტისა, გერმანელი ნახევარმცველის კარიერა გუარდიოლას ხელმძღვანელობით სტაგნაციას განიცდიდა, რამაც „დორტმუნდში“ დაბრუნება და მოგვიანებით ფრანკფურტის „აინტრახტში“ გადასვლა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
14 საინტერესო ფაქტი მარკო როისის შესახებ
14 საინტერესო ფაქტი მარკო როისის შესახებ