გიორგი დემეტრაძე
Aa
Aa

სლავებს შორის ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს - დემეტრაძე რუსულ ინტერვენციაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე რუსულ Championat.com-ს ბევრ თემაზე ესაუბრა, მათ შორის საბა საზონოვისა და კონსტანტინე მარადიშვილის საქართველოს ნაკრებში თამაშის საკითხზე (იხილეთ). ინტერვიუს გარკვეული ნაწილი არასაფეხბურთო თემებს ეხება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- რას საქმიანობდი კარიერის დასრულების შემდეგ?

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი.

- Wikipedia-ში წერია, რომ ჯერ კიდევ ქუთაისის „ტორპედოს’’ პრეზიდენტი ხარ. ეს ძველი ინფორმაციაა?

- არა, არა, ეს ალბათ 1945 წელს იყო, დიდი ხნის წინ.

- რითი ცხოვრობ?

- რაღაც იყო, რაღაც არის. ჯერ საწუწუნო არაფერი მაქვს, ყველაფერი ნორმალურადაა.

- ფეხბურთელის კარიერიდან გამომუშავებული თანხის დანაზოგი გაქვს?

- რა თქმა უნდა ცოტა დანაზოგი მაქვს.

- კახა კალაძე დიდი ადამიანია ახლა?

- რა თქმა უნდა, ის დედაქალაქის მერია.

- არ შეგიძლია მისი ახლოს ნახვა?

- კახა პატიოსანი პიროვნებაა, ის ყველას ხვდება. ისტორიაში თბილისის საუკეთესო მერია.

- ვისი ვერსიით?

- ასეა თბილისის მოსახლეობის აზრით. რეიტინგებში ყოველთვის პირველ ადგილზეა.

- ბოლო ორ წელში თბილისში ბევრი რუსი იმყოფებოდა?

- ძალიან ბევრი. ძირითადად, ბათუმსა და თბილისში.

- როგორი დამოკიდებულება აქვთ ადგილობრივებს ჩამოსულების მიმართ?

- ნორმალური, სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა, აქ ძალიან ბევრი რუსი და უკრაინელია, ისინი ერთად მშვენივრად ცხოვრობენ.

- შენ თანაბრად ღელავ რუსებსა და უკრაინელებზე. არის იმედი რომ ყველაფერი მალე დასრულდება?

- ჩემთვის ამ თემაზე საუბარი ძალიან მტკივნეულია. პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ სლავებს შორის ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ეს ნონსენსია. დაე, მსოფლიოში მშვიდობა იყოს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები