გოგა ბითაძე, ლუკა დონჩიჩი, ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორი, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო, მორიტც ვაგნერი, დერიკ ლაივლი
Aa
Aa

გოგა ბოლო ბურთის მოსახსნელად შეიყვანეს | ორლანდომ დალასთან 16-ქულიანი უპირატესობა გაანიავა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ლუკა დონჩიჩის „დალას მავერიქსთან“ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა სტუმრად ითამაშა და კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი ჩააგდო და ორი ქულით წააგო - 129:131.

„ორლანდო“ დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მესამე პერიოდში „დალასი“ თამაშში დაბრუნდა. დონჩიჩის გუნდმა მესამე თორმეტწუთეული 35:12 მოიგო და 7 ქულით დაწინაურდა. „მეჯიქმა“ ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვება შეეძლო, თუმცა ფრანც ვაგნერის ურთულესი სამიანი არაზუსტი აღმოჩნდა.

გოგა ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 3.6 წამი გაატარა. საფინალო სირენამდე 3.6 წამით ადრე, „ორლანდო“ 3 ქულით აგებდა და პაოლო ბანკერომ ორი საჯარიმოს სროლის უფლება მოიპოვა. ბანკერომ პირველი ჯარიმა ჩააგდო, მეორე ტყორცნა კი განზრახ გააფუჭა და ბითაძე მეტოქის ფარზე საბრძოლველად შეიყვანეს. ბანკეროს არაზუსტი ჯარიმის შემდეგ, ბურთი ფრანც ვაგნერს მიუვიდა და როგორც გითხარით, მისი სამიანი არაზუსტი იყო.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც 45 ქულა, 9 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორს 36 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა, დერეკ ლაივლი და ჯეიდენ ჰარდი 20-20 ქულით გამოირჩნენ. „ორლანდოს“ რიგებში ზემოთ ხსენებულ ბანკეროს 36 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა. ფრანც ვაგნერმა 21 ქულა გააკეთა, ენტონი ბლეკმა - 20. გოგას კონკურენტებს, მორიტც ვაგნერსა და უენდელ კარტერ ჯუნიორს 16 და 9 ქულა ჰქონდათ.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ ანგარიშზე 24 მოგება და 23 წაგებაა. „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე გახლავთ და მომდევნო შეხვედრა პირველ თებერვალს, „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რობერტ უიტეკერი: „თოფურია ვოლკანოვსკისთვის ურთულესი ტესტი იქნება“
რობერტ უიტეკერი: „თოფურია ვოლკანოვსკისთვის ურთულესი ტესტი იქნება“