კინგსლი კომანი
Aa
Aa

კომანის მძიმე ტრავმა - შესაძლოა, ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს

BILD-ის ინფორმაციით, „ბაიერნის’’ ფრანგ შემტევს, კინგსლი კომანს მუხლის მედიალური იოგი გაუწყდა. თუ მკურნალობა და რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით განვითარდა, ფეხბურთელის დაბრუნებას აპრილში ელოდებიან, თუმცა ეს საუკეთესო ვარიანტია. თუ რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე დიდი ხანი გაგრძელდა, შესაძლოა ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს ან მაისში დაბრუნდეს.

27 წლის კინგსლი კომანმა ტრავმა ბუნდესლიგის მე-19 ტურში „აუგსბურგთან’’ გასვლით შეხვედრაში მიიღო, 26-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

„ბაიერნის’’ სპორტული დირექტორი კრისტოფ ფროინდი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა: „ჩვენი გუნდისთვის ეს ნამდვილად დარტყმაა, მაგრამ ვიცით რომ კინგსლი უფრო ძლიერი დაბრუნდება. მას სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ’’.

მიმდინარე სეზონში კინგსლი კომანმა ყველა ტურნირის ჩათვლით „ბაიერნისთვის’’ ჩატარებულ 24 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები