ოფიციალურად: სიტიმ 18 წლის ეჩევერი გაიფორმა
„მანჩესტერ სიტიმ“ ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ 18 წლის ტალანტი არგენტინელი კლაუდიო ეჩევერი გაიფორმა.
ეჩევერიმ „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
შეთანხმების თანახმად, „სიტი“ არგენტინელს 2025 წლის იანვარში დაიმატებს. იქამდე ის იჯარით „რივერ პლეიტში“ დარჩება.
We are pleased to announce we have completed the signing of Claudio Echeverri from River Plate ✍️
— Manchester City (@ManCity) January 25, 2024
Claudio has signed a contract until June 2028 but will remain at River before moving to the Etihad Stadium in January next year.
More info ⤵️
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სიტი“ „რივერს“ ეჩევერის სანაცვლოდ 14,5 მილიონ ევროს გადაუხდიდა, არგენტინელები დამატებით 9 მილიონს ბონუსის სახით მიიღებენ, რაც დამოკიდებულია შემტევი ნახევარმცველის შედეგებზე.
ეჩევერის შეძენის სურვილი „ბარსელონასაც“ ჰქონდა, თუმცა ფინანსურად კატალონიელებმა ინგლისელებს კონკურენცია ვერ გაუწიეს.
„რივერ პლეიტის“ პირველ გუნდში ეჩევერიმ 6 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. არგენტინის 17-წლამდელთა ნაკრებში 22 თამაშში მან 13 გოლი გაიტანა.