ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი სიმეონე, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

დაჯილდოებას არ დაესწრო - მაცარის პროტესტი და ხვიჩას რეაქცია მედლის ჩაბარების დროს

იტალიის სუპერთასის ფინალში, „ნაპოლი“ ელ-რიადის სტადიონზე „ინტერს“ დაუპირისპირდა და  დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

შეხვედრას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მე-60 წუთზე, მთავარმა მსაჯმა აჩერბისთან უხეშობის გამო მოედნიდან „ნაპოლის“ შემტევი, ჯოვანი სიმეონე გააძევა, რამაც ვალტერ მაცარის გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია.

ნეაპოლელები პენალტების სერიასთან ახლოს იყვნენ, თუმცა, „ინტერმა“ შეხვედრის მიწურულს მაინც მოახერხა გოლის გატანა. 91-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გოლინის კარის აღება შეძლო, რითაც თავის გუნდს ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მერვედ მოუტანა სუპერთასის ტიტული.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვალტერ მაცარი მოედანზე აღარ გამოჩენილა და არც დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა მოედანი ლაუტაროს გოლის შემდეგ, მატჩის დასრულებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა და ვერცხლის მედლების გადაცემის ცერემონიას არ დასწრებია.

სამაგიეროდ, კუთვნილი ვერცხლის მედალი ჩაიბარა ხვიჩა კვარაცხელიამ, თუმცა, ქართველმა შემტევმა დაჯილდოებაზე კისერზე ჩამოკიდებული მედალი მოიხსნა და მოედანი ისე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სუპერთასის ფინალში 70 წუთი ითამაშა და 52-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა, იან ზომერს ვერ აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძველი ხვიჩასგან შორსაა, მაგრამ ნაპოლიდან ყველაზე სახიფათო იყო“ - იტალიური მედიის შეფასება
„ძველი ხვიჩასგან შორსაა, მაგრამ ნაპოლიდან ყველაზე სახიფათო იყო“ - იტალიური მედიის შეფასება