რამდენჯერ დაკარგა ბურთი მარსელომ
Aa
Aa

რამდენჯერ დაკარგა ბურთი მარსელომ "ტოტენჰემთან" მატჩისას? - ბრაზილიელის გამაოგნებელი სტატისტიკა

მადრიდულმა გამოცემა AS-მა "ჩემპიონთა ლიგაზე" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩისას დაფიქსირებული "რეალის" მოთამაშეთა სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი გამოთვალა.

ესპანელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება მარსელომ დატოვა, რომელიც ბოლო დროს საშინელ ფორმაშია.

AS-ის მონაცემებით, ბრაზილიელმა ხსენებული შეხვედრისას ბურთი 29-ჯერ დაკარგა, რაც გამაოგნებლად ცუდი მაჩვენებელია.

მარსელო 18-ჯერ პასის შესრულებისას შეცდა, ხოლო 11-ჯერ (!!!) ბურთი დრიბლინგისას დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო რამდენიმე დღის წინ "ჟირონასთან" მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელ ლუკა მოდრიჩს წაეჩხუბა, რომელმაც ბრაზილიელს გუნდის თამაშის არევის გამო უსაყვედურა.

"მე ვურევ და შენ არა"?!.. - ასე უპასუხა თამაშისას მარსელომ მოდრიჩს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები