გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 13 ქულა - ტენერიფემ ობრადოირო დაამარცხა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „ობრადოიროს“ ესტუმრა და 97:86 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 30 წუთი და 21 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, ვეტერანმა ცენტრმა 13 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შერმადინმა 6-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ზუსტი 4 იყო. 3-ქულიანის სროლის მცდელობა არ ჰქონია, ხოლო 6 საჯარიმო ტყორცნიდან 5 ჩააგდო.

7 მოხსნიდან 4 მეტოქის ფარზე შეასრულა, ხოლო 3 საკუთარზე. გიორგიმ მატჩის განმავლობაში 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება და შემდეგ ტურში „მურსიას“ უმასპინძლებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბითაძე სასტარტოში იყო - ორლანდო ფილადელფიასთან დამარცხდა
    ბითაძე სასტარტოში იყო - ორლანდო ფილადელფიასთან დამარცხდა