თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

წელის არეში ტკივილები აქვს - შენგელიას დაბრუნება გადაიდო

როგორც მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია 12 იანვრის შემდეგ პარკეტზე აღარ გასულა. მის გარეშე „ვირტუს ბოლონიამ“ 2 მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო.

ქართველი კალათბურთელი პირველი დამქანცველი წრის შემდეგ გადაღლილი იყო და დასვენება სჭირდებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს მცირე ტრავმაც აქვს წელის არეში.

ამ ყველაფრის შესახებ გამოცემა Quotidiano Sportivo წერს:

„თორნიკე შენგელია ოგნენ დობრიჩთან ერთად კლუბის სამედიცინო პერსონალის მთავარი საზრუნავია. დობრიჩის დაბრუნება 28 იანვარს „ნაპოლისთან“ იგეგმება, ხოლო შენგელიას დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. პირველ წრეში, ქართველმა კალათბურთელმა უდიდესი სამუშაო ჩაატარა და ახლა მისთვის ტკივილები აუტანელი გახდა.

„ვირტუს ბოლონიას“ ექიმებმა წელის პრობლემაზე უნდა იფიქრონ. წესით, შენგელია 31 იანვარს „ბარსელონას“ წინააღმდეგ უნდა ვიხილოთ. კლუბში თვლიან, რომ არ უნდა იჩქარონ. მათი მთავარი სურვილი შენგელიას 14 თებერვალს დაბრუნებაა, როდესაც „ბოლონია“ იტალიის თასის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.“

შეგახსენებთ, რომ „ვირტუსი“ შიდა ჩემპიონატში 22 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო ევროლიგაზე ასევე მესამე ადგილზე და მხოლოდ „რეალს“ და „ბარსელონას“ ჩამორჩება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: საბა გოგლიჩიძე ემპოლის ფეხბურთელია
ოფიციალურად: საბა გოგლიჩიძე ემპოლის ფეხბურთელია