ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

„ილიამ მკვლელებს მოუგო, ვოლკს კარგ დროს ხვდება“ | რას ამბობს ჩეილ სონენი

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა. სონენი არნოლდ ალენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ელ მატადორი“ შეაქო და აღნიშნა, რომ მისი აზრით, „ვოლკს“ ოქტაგონზე დაბრუნებამდე, უფრო გრძელი პაუზა უნდა აეღო.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ სათანადო ყურადღება არ ექცევა იმ ფაქტს, თოფურია რამდენად მაგარი მებრძოლია. ამ ბიჭმა საჩემპიონო ბრძოლისკენ მიმავალ გზაზე მკვლელები დაამარცხა და წაგების გარეშეა. ვფიქრობ, ის ვოლკს სწორ დროს ხვდება, რადგან ალექსი UFC-ში ნოკაუტით პირველად დამარცხდა და უშანსოდ პირველად წააგო.

საინტერესოა, მას ბოლო ბრძოლაზე რა რეაქცია ექნება და საკითხავია, მართლა ადრე ბრუნდება თუ არა. ამაზე უნდა შევჯერდეთ და ეს ბრძოლამდე გავაკეთოთ, თორემ გამოგვივა, რომ თოფურიას ვაკნინებთ. თუ მოიგო, ვიტყვით, რომ ვოლკანოვსკი 100 პროცენტით მზად არ იყო და ამიტომ გაიმარჯვა. თუ წააგო - ორმაგად გავაკრიტიკებთ. პირადად მე, ვფიქრობ, რომ ვოლკანოვსკი ნაადრევად ბრუნდება და უფრო გრძელი პაუზა უნდა აეღო“.

ცნობისთვის, თოფურიასა და ვოლკანოვსკის შორის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) ანაჰაიმში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ“ | მერაბი თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბზე
„ილიას გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ“ | მერაბი თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბზე