ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

FourFourTwo: სიტის კარგი შანსი აქვს კვარა შეიძინოს

ცნობილი ბრიტანული გამოცემა fourfourtwo ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ წერს და მას „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებს.

მამუკა ჯუღელის ცნობილი ინტერვიუს შემდეგ, რომელიც „პირველ არხთან“ ჩაწერა, იტალიური და უკვე ევროპული პრესაც ხვიჩას შესახებ აქტიურად წერს.

ძირითადად უარყოფითი გამოხმაურებებია, რაც ჯუღელის არასწორად შერჩეული სიტყვების ბრალია, თუმცა ამჯერად fourfourtwo კვარას მიმართ „სიტის“ შანსებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ამბობენ, რომ მანჩესტერ სიტი მომგებიან პოზიციაშია, რომ ახალ მარადონად წოდებული ფორვარდი შეიძინოს.

კალვინ ფილიპსი როგორც ჩანს, გუნდს დატოვებს, მან გუნდში თავის წარმოჩენა ვერ შეძლო. ამჯერად სიტიმ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხანგრძლივ ბრძოლაში კარგი შანსი მიიღო და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ფეხბურთელის აგენტმა ქალაქელები კვარას მომავალ სავარაუდო გუნდთა შორის დაასახელა.

22 წლის ფორვარდის კრეატიულმა და მაცდურმა დრიბლინგმა, ასევე მისმა უნარებმა მარადონასთან შედარება განაპირობა. კვარაცხელიას ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. მისმა აგენტმა უკვე გამორიცხა ფეხბურთელის საუდის არაბეთში გადასვლა და სიტი ერთ-ერთ სავარაუდო მომავალ კლუბად დაასახელა.

„მაგალითად, ის ალბათ დათანხმდება მადრიდის რეალში, მიუნხენის ბაიერნში, ბარსელონაში ან მანჩესტერ სიტიში თამაშს“ - ეს მისი აგენტის სიტყვებია“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

ბოლოს გეტყვით, რომ ბრიტანული და იტალიური პრესა გასული სეზონის შემდეგ წერდა, რომ „მანჩესტერ სიტის“ ხვიჩას მიმართ ინტერესი ჰქონდა და დოკუს შეძენამდე მას განიხილავდა, თუმცა დე ლაურენტისმა ქართველის გაყიდვა არ ისურვა, მან ინგლისელთა საპასუხოდ ტრანსფერს ზედმეტად ძვირი ღირებულება დაადო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინო ხარ“ | ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს დაუპირისპირდა
„სამარცხვინო ხარ“ | ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს დაუპირისპირდა