ბარსელონა, რონალდ არაუხო
Aa
Aa

“100%-ით ბარსაზე ვარ ფოკუსირებული“ - არაუხომ გუნდიდან წასვლა გამორიცხა

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, არაერთხელ დაიწერა რონალდ არაუხოს შესაძლო ტრანსფერზე.

ურუგვაელ უკანახაზელს მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირებენ. „რეკორდმაისტერი“ 70 მილიონი ევროს გადახდას გეგმავდა, თუმცა რონალდმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.

ბარსას უკანახაზელის სიტყვებს ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„ყველა სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩემზე ისტორიები იწერება. წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს „მანჩესტერ იუნაიტედს“ მაკავშირებდნენ. მე 100%-ით „ბარსელონაზე“ ვარ ფოკუსირებული. ჩემთვის კაპიტნის სამკლავურის ტარება პრივილეგიაა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ.“

შეგახსენებთ, რომ არაუხო კატალონიური გრანდის აკადემიის აღზრდილია, ხოლო პირველ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს. 2019 წლიდან დღემდე, 24 წლის მცველმა ბარსას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 131-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 ცენტრალური მცველით და 2 ნახევარმცველით - მაცარი ახალ სქემას გამოცდის
3 ცენტრალური მცველით და 2 ნახევარმცველით - მაცარი ახალ სქემას გამოცდის