მარადონა სამპაოლიზე:
Aa
Aa

მარადონა სამპაოლიზე: "ასეთი სულელური გადაწყვეტილებები მას საკმაოდ ბევრი აქვს"

ლეგენდარულმა დიეგო არმანდო მარადონამ, არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთის ფედერაციაზე ისაუბრა და მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა.

"ეროვნულ ნაკრებზე საუბარი არ მსურს. არ ვაპირებ ვისაუბრო იმ ხალხზე, ვინც ჩემთვის თვალებში ნაცრის შეყრას ცდილობს. "სევილიაში" მუშაობის დროს სამპაოლის ვესაუბრე და მან თავისი გეგმების შესახებ მომიყვა. შემდეგ, როცა ის არგენტინის ნაკრების თავკაცად დანიშნეს, მისგან არაფერი მსმენია. ეს ფარისევლური და ქედმაღლური საქციელია. სამპაოლისა და ჩვენს ფეხბურთის ფედერაციას არ ვეთანხმები. ისინი არასწორად მუშაობენ. რა თქმა უნდა, დღევანდელი ფედერაცია წინაზე გაცილებით უკეთესია. ისინი ნაკლებად კორუმპირებულები არიან, მაგრამ ყოველწლიურად გადაუხადო მწვრთნელს 4,5 მილიონი და მან მუნდიალის მოგების გარანტია ვერ მოგცეს, ეს არასწორად მიმაჩნია. როდესაც იკარდის ტრავმა ჰქონდა, სამპაოლიმ ის მაინც გამოიძახა. ყველამ იცოდა, რომ მაურო თამაშს ვერ შეძლებდა. ასეთ დროს, ჯანმრთელი და ფორმაში მყოფი იგუაინის განაცხადს მიღმა დატოვება სისულელედ მიმაჩნია. ასეთი სულელური გადაწყვეტილებები მას საკმაოდ ბევრი აქვს".

შეგახსენებთ, რომ ხორხე სამპაოლის გაწვრთნილმა "ალბისელესტემ" მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი მე-3 პოზიციაზე დაასრულა. არგენტინელების რუსეთში მოხვედრა ბოლო ტურამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საბოლოოდ, მესის ჰეთ-თრიკმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

მსგავსი სიახლეები