Aa Aa
1 ნოემბერი 2017  |  14:57

ლემარი "მონაკოს" დატოვებს - ფრანგისთვის 3 გრანდი იბრძვის

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ცნობით, "მონაკოს" მალე კიდევ ერთი ვარსკვლავი დატოვებს და ეს ტომას ლემარი იქნება.

21 წლის ფრანგი ნახევარმცველის მიმართ დიდ ინტერესს სამი გრანდი იჩენს. ლონდონის "არსენალი", "ლივერპული" და "ბარსელონა" ლემარისთვის ბრძოლაში ჯერ კიდევ ზაფხულში ჩაებმნენ.

"მეთოფეებმა" "მონეგასკებს" ჯერ კიდევ ზაფხულში 90 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ წინადადება მალევე დაიბლოკა. მბაპეს, ბერნარდო სილვასა და ბაკაიოკოს გაყიდვის შემდეგ, ლეონარდო ჟარდიმს კიდევ ერთი ლიდერის დათმობა არ სურდა და ტრანსფერიც ჩაიშალა.

იგივე მიზეზით ეთქვა უარი "ლივერპულსაც", რომელიც ფელიპე კოუტინიოს წასვლის შემთხვევაში, ბრაზილიელის შემცვლელად სწორედ ლემარს მოიაზრებდა.

რაც შეეხება "ბარსას", ისინი ლემარის შეძენას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ "მერსისაიდელები" კოუტინიოს გაყიდვაზე უარს იტყვიან.

დღევანდელი ინფორმაციის თანახმად, ლემარი "მონაკოს" მაინც დატოვებს და ეს 2018 წლის ზაფხულში მოხდება.

არის მეორე ვარიანტიც. თუ, ფრანგული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ეტაპს ვერ დაძლევს, დიდი შანსია, რომ მისი ტრანსფერი ზამთარშიც შედგეს.

მოლაპარაკებების ახალი ეტაპი უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, მორიგ ძვირადღირებულ გარიგებას ძალიან მალე ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ტომას ლემარი "მონაკოს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 102 შეხვედრაში, 20 გოლი და 25 შედეგიანი გადაცემაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში