პრემიერ ლიგამ დინი 3 მატჩით დასაჯა
Aa
Aa

პრემიერ ლიგამ დინი 3 მატჩით დასაჯა

„უოტფორდის“ კაპიტანი ტროი დინი პრემიერ ლიგამ 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

მას ბრალად ჯო ალენის მიმართ ძალადობრივი ქმედება ედება, რომელიც შაბათს „უოტფორდი“-„სტოკის“ შეხვედრისას დაფიქსირდა.

დინი ალენს თითებით სახეში წვდა და ეს ერთ-ერთი სტანდარტულისას მოხდა, მაშინ როცა ისინი თანაგუნდელებით გარშემორტყმული იყვნენ.

აღნიშნული ეპიზოდი მსაჯებს გამოეპარათ, თუმცა იგი კამერებმა დააფიქსირეს და პრემიერ ლიგამაც ტროის დასჯის გადაწყვეტილება თამაშიდან რამდენიმე დღეში მიიღო.

შესაბამისად, „უოტფორდის“ კაპიტანს „ევერტონთან“, „ვესტ ჰემთან“ და „ნიუკასლთან“ მომავალ მატჩებში მონაწილეობა აეკრძალა. იგი მწვანე მინდორს 28 ნოემბერს დაუბრუნდება, როცა მისი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები