ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი, ხულიან კალერო, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

„მცირე შეცდომაზეც კი ძალიან ბრაზდება“ - ლევანტეს მწვრთნელი ქოჩორაშვილზე

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ხულიან კალერომ, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა და ქართველი ნახევარმცველის ვალენსიურ გუნდში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

რას ამბობს კალერო:

„გიორგი მოედანზე მწვრთნელის გაგრძელებაა. იცის, როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები თამაშის ყოველ მომენტში, ყოველთვის ძალიან ყურადღებიანია და პატარა შეცდომის დაშვების დროსაც კი ბრაზდება. საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ მომთხოვნია და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თავის თამაშში საკმაოდ დიდი ნახტომი გააკეთა.“

„პორტუგალიის პირველ და ესპანეთის მეორე დივიზიონებს შორის თამაშის ტემპი დიდად არ განსხვავდება. ორივე ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან ტაქტიკურია და ეს თამაშის სტილი უხდება. გიორგი კარიერის საუკეთესო ფაზაშია და კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეუძლია როგორც კლუბში, ისე ნაკრებში.“

ცნობისთვის, „სპორტინგმა“ ქოჩორაშვილი 5.5 მილიონ ევროდ შეიძინა (პლუს 2 მილიონი — ბონუსების სახით). გიორგიმ ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა. „სპორტინგი“ მომდევნო შეხვედრას 21 ივლისს გამართავს და „სანდერლენდს“ დაუპირისპირდება.

ქართველი ნახევარმცველი „ლევანტეში“ 2019-2025 წლებში ირიცხებოდა და სხვადასხვა წლებში იჯარის წესით „კასტელონში“ და „პერალადაში“ თამაშობდა. ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით 66 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში 27 წლის ფეხბურთელი გუნდთან ერთად ლა ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა და „ლევანტეს“ ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას მოსვლამ საქმეები გაურთულა“ - სენ-ჟერმენი კორეელს ემშვიდობება
„ხვიჩას მოსვლამ საქმეები გაურთულა“ - სენ-ჟერმენი კორეელს ემშვიდობება