ხვიჩა კვარაცხელია, ნოა ლანგი
Aa
Aa

„კვარაცხელია ძლიერია, მაგრამ...“ - ნაპოლიმ ხვიჩას შემცვლელი დაიმატა?

ცოტა ხნის წინ „ნაპოლიმ“ ახალი ტრანსფერის შესახებ დაადასტურა ინფორმაცია. კლუბის მიერ გავრცელებული ცნობებით, 26 წლის ნიდერლანდელი შემტევი, ნოა ლანგი, კარიერას „პარტენოპეიში“ გააგრძელებს.

იტალიურ მედიაში ნიდერლანდელს ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად მოიაზრებენ და ამის შესახებ ჟურნალისტებმა ლანგს პრეზენტაციის დროსაც ჰკითხეს. 26 წლის შემტევმა კი აღნიშნა, რომ მას კლუბში თავისი ისტორიის დაწერა სურს.

რას ამბობს ნოა ლანგი:

„დარწმუნებული ვარ, რომ ნეაპოლში მაღალ დონეზე ვითამაშებ. ჩემი შესაძლებლობების მჯერა და მიხარია, რომ კლუბმა ნდობა გამომიცხადა. მჯერა, რომ წარმატების მიღწევა როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურადაც შემიძლია.“

„კვარაცხელია? ვიცი, როგორი ძლიერიცაა და რაც კლუბისთვის გააკეთა, მაგრამ მე ლანგი ვარ და მინდა აქ საკუთარი ისტორია შევქმნა. მჯერა როგორც გუნდის, ისე ჩემი შესაძლებლობებისაც.“

„ძალიან გამიხარდება სკუდეტოს მოგება. ნიდერლანდებსა და ბელგიაში ჩემპიონი ხუთჯერ გავხდი, „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობა კი კიდევ ერთი ოცნების ახდენა იქნება. მაგრამ არ უნდა ავჩქარდეთ, ყურადღება კარგად თამაშზე უნდა გავამახვილოთ და შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.“

ნოა ლანგი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია და პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტიც სწორედ ამსტერდამული გუნდის მაისურით ჰქონდა. ლანგი სხვადასხვა წლებში „ტვენტეში“, „ბრიუგეში“ და „პსვ-ში“ თამაშობდა. ასევე, 26 წლის ფეხბურთელს ნიდერლანდების ნაკრებში 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 3 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას მოსვლამ საქმეები გაურთულა“ - სენ-ჟერმენი კორეელს ემშვიდობება
„ხვიჩას მოსვლამ საქმეები გაურთულა“ - სენ-ჟერმენი კორეელს ემშვიდობება