კრიშტიანუ რონალდუ, რიად მაჰრეზი
Aa
Aa

„კრიშტიანუ აშკარად აჭარბებს“ - მაჰრეზის მოსაზრება საუდის არაბეთზე

რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი სპორტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც კრიშტიანუ რონალდუს ჰკითხეს, რამდენად რთული იყო ევროპის ტოპ-ლიგებში ასპარეზობის შემდეგ საუდის არაბეთის ჩემპიონატთან შეგუება, პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის უმაღლესი დივიზიონი წამყვანი ევროპული ლიგების დონისაა. რამდენად ობიექტური გახლდათ 40 წლის პორტუგალიელი შეფასებების გაკეთების დროს, ამის გადამოწმება რიად მაჰრეზისთან სცადეს, რომელიც კრიშტიანუს მსგავსად საუდის არაბეთში ასპარეზობს.

რიად მაჰრეზი

კრიშტიანუ აშკარად აჭარბებს - ევროპის ტოპ 5 ლიგა სულ სხვა დონისაა, აი დანარჩენებთან საუდის არაბეთის პრო ლიგის შედარება კი სრულიად სამართლიანია. მათ დიდად აღარ ჩამოვუვარდებით, თუმცა ახლავე იმაზე საუბარი, რომ ამ აზიურ ქვეყანას პლანეტაში საუკეთესო პირველობა აქვს, სრულ უაზრობად მიმაჩნია.

გულწრფელად რომ გითხრათ, საუდის არაბეთმა ამ მხრივ განვითარება ბოლო ორი წელია დაიწყო, ანუ ჩვენი მოსვლის შემდეგ. იგრძნობა პროგრესი როგორც გუნდების, ასევე მწვრთნელებისა, ტაქტიკის შერჩევისა და თამაშის ორგანიზების მხრივ. ამდენი მცდელობების შემდეგ კი, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

ცნობისათვის, რიად მაჰრეზი „მანჩესტერ სიტიდან“ „ალ-აჰლიში“ 2023 წელს გადავიდა და მას შემდეგ ამ გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 78 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო ახლო აღმოსავლეთში - კრიშტიანუს მორიგი მიღწევა
საუკეთესო ახლო აღმოსავლეთში - კრიშტიანუს მორიგი მიღწევა