გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცი მიქაუტაძეს მალე წარადგენს | სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ

ფრანგული და ნიდერლანდური გამოცემების ინფორმაციით, „აიაქსის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ზამთარში ადგილსამყოფელს გამოიცვლის და იჯარის წესით „მეცში“ გადავა. L’Equipe-ის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და „მეცი“ მიქაუტაძეს უახლოეს საათებში წარადგენს.

როგორც L’Equipe-ი წერს, სეზონის ბოლოს, „მეცს“ გიორგის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება და მისი გაფორმება 10 მილიონ ევროდ შეეძლება. განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება ნიდერლანდურ პრესაში და De Telegraaf-ის მიხედვით, „მეცს“ ცოტათი მეტის გადახდა მოუწევს.

De Telegraaf-ის ინფორმაციით, „მეცს“ მიქაუტაძის გამოსყიდვა დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება. ამასთან, გიორგის კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ ფრანგული კლუბი მას მომავალში გაყიდის, „აიაქსს“ მიღებული თანხის ნაწილი უნდა გადაურიცხოს.

ცნობისთვის, მიქაუტაძე „აიაქსში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, ამსტერდამულ კლუბს კი მისი ტრანსფერი 16 მილიონი ევრო დაუჯდა. ქართველმა ფეხბურთელმა „აიაქსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 339 წუთი ითამაშა, თავი კი არც გოლითა და არც საგოლე გადაცემით გამოუჩენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებელი მამარდაშვილი | ვალენსიამ 2024 წელი გამარჯვებით დაიწყო
დამაჯერებელი მამარდაშვილი | ვალენსიამ 2024 წელი გამარჯვებით დაიწყო