მადრიდის რეალი
Aa
Aa

კარგი ამბავი - ვინისიუსი სრულიად გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის

მადრიდის „რეალის“ ბანაკიდან გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაციამ გამოჟონა. ცნობილ იხდება, რომ ვინისიუს ჯუნიორი მწყობრშია და ლა ლიგის მორიგ ტურში სათამაშოდ მზად არის.

„მწყობრში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ჩემი თამაში კარლო ანჩელოტის გადასაწყვეტია.“ - განაცხადა 23 წლის ფეხბურთელმა

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიმდინარე წლის ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კოლუმბიის წინააღმდეგ მიიღო.

ასევე გეტყვით, რომ ჯუნიორმა მიმდინარე სეზონში „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 13-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, მადრიდის „რეალი“ ამ მომენტისთვის ლა ლიგას 45 ქულით ლიდერობს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი „ბლანკოსმა“ პირველ ადგილზე მაქსიმალური ქულების რაოდენობით დაასრულა დაასრულა და მერვედფინალში „ლაიპციგს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერნარდუ: სტატისტიკა არ მაინტერესებს, მთლიანად მატჩს უნდა შეხედოთ და არა ციფრებს
ბერნარდუ: სტატისტიკა არ მაინტერესებს, მთლიანად მატჩს უნდა შეხედოთ და არა ციფრებს