თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, პარტიზანი
Aa
Aa

“ბურთს მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ“ - შენგელია პარტიზანთან მატჩის წინ

ევროლიგის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონია“ „პარტიზანს“ ესტუმრება. მატჩის წინ, იტალიური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან თორნიკე შენგელიამ ისაუბრა.

რა თქვა შენგელიამ?

„ვიცით, რომ წინ მნიშვნელოვანი და ურთულესი მატჩები გველის. „პარტიზანი“ შესანიშნავ კალათბურთს თამაშობს და ახლა კარგ ფორმაშია. გვესმის, თუ რამდენად ძლიერია „პარტიზანი“ საკუთარ მოედანზე. როდესაც ამ მოედანზე თამაშობ, თუ 100%-ით მზად არ ხარ წააგებ.

ბურთის ფლობა მნიშვნელოვანი იქნება, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ბურთს მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ. „პარტიზანთან“ მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვითამაშებთ. ვეცდებით გამარჯვებას და რეგულარული სეზონის წარმატებით დასრულებას.“

შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონია“ მიმდინარე სეზონის ევროლიგაზე ბრწყინვალედ ასპარეზობს. შენგელიას გუნდმა 16 მატჩიდან 11 მოიგო და 5 წააგო. ამ შედეგით, იტალიური კლუბი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს და მასზე წინ მხოლოდ „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ და „პარტიზანის“ მომავალი მატჩი 28 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეოკ-მა წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად ტალახაძე დაასახელა
სეოკ-მა წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად ტალახაძე დაასახელა