თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

მაგარი მატჩების შემდეგ - შენგელია იტალიაში ტურის სიმბოლურში მოხვდა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიაში“ კარგი თამაში დაუფასდა და იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ამ ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „პისტოიას“ დაუპირისპირდა და 91:70 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 24 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 16 ქულას, 4 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ერთი 3-ქულიანი ისროლა და ააცილა. ასევე თორნიკემ 2 საჯარიმო ისროლა და ორივე ზუსტი აღმოჩნდა. შენგელიამ 2-ქულიანის ჩაგდება 10-ჯერ სცადა და 7-ჯერ გამოუვიდა.

თოკოს გარდა სიმბოლურ ხუთეულში ალესანდრო ჯენტილე (სკაფატი), დანიელ ჰაკეტი (ვირტუს ბოლონია), ნიკო მანიონი (ვარეზე) და ანდრეის გრაზულისი (ტრენტო) მოხვდნენ.

 ამ მომენტისთვის „ვირტუს ბოლონია“ სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ეფექტური ჩატენვები და 10 ქულა | ორლანდომ ვაშინგტონი დაამარცხა
გოგას ეფექტური ჩატენვები და 10 ქულა | ორლანდომ ვაშინგტონი დაამარცხა