პეპ გუარდიოლა, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

„ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც პეპს უთხოვია?“ | ბერნარდუ სილვას ინტერვიუ

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა, ბერნარდუ სილვამ პორტუგალიურ გამოცემას, Abola-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. სილვას ერთ-ერთი შეკითხვა „ქალაქელთა“ თავკაცის, პეპ გუარდიოლას შესახებ დაუსვეს და დაინტერესდნენ, გუარდიოლას მისგან ყველაზე გიჟური რა მოუთხოვია.

„ყველაზე გიჟური რა უთხოვია? მარცხენა მცველად თამაში არსენალთან მატჩში, რომელშიც ბუკაიო საკა უნდა ამეყვანა. მარტივი შეხვედრა არ ყოფილა. არსენალი გვისწრებდა და წაგების შემთხვევაში, პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვეთიშებოდით.

ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბის წინააღმდეგ თამაში არის გამოცდილება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე დამამახსოვრდება. საკას პირისპირ ასპარეზობა მომეწონა. რთული იყო, მაგრამ ბრწყინვალე გამოწვევა გახლდათ, რომელიც ძალიან მომეწონა.

რა იყო მეორე ყველაზე გიჟური რამ? არ ვიცი. გუარდიოლა ბევრ რამეს მთხოვს ხოლმე. მეუბნება, რომ როცა კარიდან დარტყმა სრულდება, მეკარესთან ახლოს დავდგე, რათა პასი გამიკეთოს და ბურთი მე ამოვიტანო“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სილვას 14 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ეფექტური ჩატენვები და 10 ქულა | ორლანდომ ვაშინგტონი დაამარცხა
გოგას ეფექტური ჩატენვები და 10 ქულა | ორლანდომ ვაშინგტონი დაამარცხა