კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა, ალ ნასრი, ალ იტიჰადი
Aa
Aa

რონალდუს დუბლი და 53-ე გოლი 2023 წელს - ალ ნასრიმ ალ იტიჰადს მოუგო

საუდის არაბეთის პრო ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ალ იტიჰადმა“ „ალ ნასრის“ უმასპინძლა. ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები კრიშტიანუ რონალდუ და კარიმ ბენზემა დაუპირისპირდნენ.

„ალ ნასრიმ“ 5:2 გაიმარჯვა და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა მხრიდან ორი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ჯერ მბაპეს და კეინს დაეწია, ხოლო შემდეგ გადაასწრო. ვეტერან თავდამსხმელს 2023 წელს 53 გოლი დაუგროვდა და ამ მომენტისთვის წლის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „ალ ნასრის“ სატურნირო ცხრილში 43 ქულა დაუგროვდა, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ალ ჰილალს“ 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები