გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - უოტფორდი ბრისტოლთან განადგურდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 24-ე ტურში „უოტფორდი’’ შინ „ბრისტოლთან’’ 1:4 განადგურდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 0:2 დათმეს. შესვენების შემდეგ „უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძე თამაშში ჩართო. ქართველმა შემტევმა 49-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, ასპრილის პასისას მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა, ეს მისი სადებიუტო გოლია ინგლისის ჩემპიონშიფში.

ამ მომენტის გარდა გიორგი ჩაკვეტაძეს შეტევაში განსაკუთრებული მომენტი არ შეუქმნია, თუმცა ფიზმომზადების მხრივ შთამბეჭდავი პროგრესი აქვს, ფლანგებს ცვლიდა, ცენტრშიც შედიოდა, დაცვით ფუნქციებსას ასრულებდა. სტატისტიკურმა ვებგვერდმა Whoscored-მა ჩაკვეტაძეს 6,86 დაუწერა, თანაგუნდელთა შორის მხოლოდ საგოლე პასის ავტორ ასპრილიას ჩამორჩა, კოლუმბიელმა 7,95 სარეიტინგო ქულა მიიღო. ზოგადად ორივე გუნდს შორის ჩაკვეტაძეზე მაღალი შეფასება მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მიიღო. გიორგის კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა შეტევაში პროდუქტიული მხოლოდ მაშინ იყო, როცა გოლი შეაგდო.

„ჩაკვე'' ბურთს 27-ჯერ შეეხო, 17-დან 15 პასი ზუსტად შეასრულა. მის აქტივში 1 გოლი და 1 საკვანძო გადაცემაა. დრიბლინგის ორივე მცდელობა წარუმატებელი იყო. მინდორზე 4 ორთაბრძოლიდან ოთხივე დათმო. მეორე სართულზე ერთი ორთაბრძოლა ჰქონდა და წააგო. თამაშის წესი ერთხელ დაარღვია, მის წინააღმდეგ არ დაჯარიმებულან. ბურთი 7-ჯერ დაკარგა.

24 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა. მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია. ბოლო მატჩებიდან გამომდინარე სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაეზარდა, „პრესტონთან'' 83-ე წუთზე გამოვიდა მინდორზე, „ბლებერნთან'' - 72-ე წუთზე, „ბრისტოლთან'' კი მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

გასულ კვირაში „ბლექბერნთან'' მატჩამდე „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა: „ვერ გეტყვით, თუ საიდან მოდის ასეთი ინფორმაციები (ჩაკვეტაძის შესაძლო წასვლაზე). რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ გიორგი ჩვენთან რჩება. ჩვენ გვიყვარს ის, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ის ბრწყინვალე პროფესიონალია''.

24 ტურში „უოტფორდმა'' 34 ქულა დააგროვა, ამ მარცხის შემდეგ მეშვიდედან მეათე ადგილამდე დაქვეითდა. ვალერიენ ისმაელის გაწვრთნილი გუნდი საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილზე გასული გუნდები ფლეი-ოფის გზით პრემიერ ლიგაში აღზევებისთვის იბრძოლებენ. ჯერ სეზონის ბოლომდე დიდი გზაა, თუმცა ამ მოცემულობით „უოტფორდს'' პრემიერ ლიგაში აღზევების შანსი აქვს. 25-ე ტურში „უოტფორდი'' „სტოკ სიტის'' მიიღებს (29 დეკემბერი, 23:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები