ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Football Italia: მცველებმა ხვიჩას თამაში შეისწავლეს, მისი ფასი დაეცა

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ საკმაოდ ცუდი სეზონი აქვს. ბევრი ამ ფაქტს ლუჩიანო სპალეტის წასვლას აბრალებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოცემა Football Italia საინტერესო სტატიას გვთავაზობს.

რას წერს Football Italia?

„რა თქმა უნდა, არსებობს კონკრეტული მიზეზი, რის გამოც სპალეტიმ „ნაპოლი“ დატოვა. ლუჩიანოს ტრიუმფალური სეზონი ჰქონდა და ახლა კარგად ვხედავთ როგორ ვითარდება სიტუაცია, ჯერ რუდი გარსიას ხელში, ხოლო შემდეგ მაცარის. მოქმედი ჩემპიონის ყოფილმა მწვრთნელმა კარგად იცოდა, თუ როგორი განვითარება ექნებოდა „ნაპოლის“ მომავალ სეზონში.

წასვლის შემდეგ, სპალეტიმ განაცხადა: „ყველაფერი გავეცი, რაც შემეძლო.“

ეს იყო მინიშნება იმისა, რომ მომავალი სეზონი უკეთესი არაფრით არ იქნებოდა. სწორედ ამიტომ ადანაშაულებს ხალხი დე ლაურენტისს სრულყოფილების ერთ წამში განადგურებაში. პრეზიდენტი უამრავ შეცდომას უშვებს და ცდილობს სერია ა-ს მოგება თავის სწორ ქმედებებს მიაწეროს.

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ყველას ეშინოდა, რომ აურელიოს ფულის შოვნა ენდომებოდა და საკვანძო ფეხბურთელებს გაყიდდა, თუმცა მან მხოლოდ კიმ მინ-ჯე გაუშვა. დასაფასებელია ხვიჩა კვარაცხელიას და ოსიმენის დატოვება, თუმცა ახლა ქართველის ფასი დაეცა, რადგან მოწინააღმდეგე გუნდის მცველებმა მისი თამაში შეისწავლეს. ხვიჩა ძირითადად ფლანგიდან ცენტრისკენ იწევს და მარჯვენა ფეხით ურტყამს. ჯერ კიდევ გაუგებარია რატომ არ ზის მწვრთნელი და არ უხსნის კვარაცხელიას, რომ მას ორივე ფეხით თამაში შეუძლია. ეს ხომ იშვიათი ნიჭი და შესაძლებლობაა? მას შეუძლია შეუჩერებელი იყოს, მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავე მოძრაობებს აკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ ადვილია გარსიას, მაცარის ან დე ლაურენტისის დადანაშაულება, ფეხბურთელებმაც გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ეს მართლაც ტიტულის გაფუჭებას ჰგავს. სპალეტიმ ეს ყველაფერი იცოდა და ძალიან ბრძენი იყო. მან საჭირო დროს უკან დახევა გადაწყვიტა.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, „ნაპოლის“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2023 წლის საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზე გაიყვანა CIES-მა ხვიჩა
2023 წლის საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზე გაიყვანა CIES-მა ხვიჩა