2023 წლის საუკეთესო ქალ მორაგბედ მანონი საღარაძე დასახელდა
მიმდინარე წელი საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა რაგბი ევროპის ალაფის პირველი, ზაგრების ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა და საკუთარი შედეგი გაიმეორა.
გამორჩეული სეზონი ჰქონდა მანონი საღარაძეს, რომელიც 7-ქალა ნაკრების უდავო ლიდერი გახლავთ. მეტიც, საღარაძე შესარჩევი ეტაპის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
23 წლის მორაგბეს ასეთი კარგი თამაში დაუფასდა. დღეს, ცნობილი გახდა, რომ Freerugbyge-ს ვერსიით, 2023 წლის საუკეთესო ქალ მორაგბედ მანო საღარაძე დასახელდა.