ბარსელონა, ბაიერნი, რონალდ არაუხო, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელი პირადად ესაუბრა - ბაიერნი არაუხოს უმიზნებს

ავტორიტეტული გამოცემა Goal იუწყება, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ რონალდ არაუხოს გადაბირებას კვლავ ცდილობს და მეტიც, ურუგვაელი უკანახაზელი „რეკორდმაისტერის“ ოცნების ტრანსფერადაც კი მოინათლა.

გერმანიის ჩემპიონს დიდი ხანია „ბარსელონას“ ფეხბურთელის გადაბირება სურს. ტრანსფერით პირადად ტომას ტუხელია დაინტერესებული. ახალგაზრდა სპეციალისტი არაუხოს პირადად ესაუბრა, თუმცა ტრანსფერის თაობაზე უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, „ბაიერნი“ გაჩერებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, „რეკორდმაისტერს“ ურუგვაელი ფეხბურთელის გადაბირება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდა, მაგრამ უარის გამო მიუნხენურმა გრანდმა მოლაპარაკება ზაფხულამდე გადადო.

მიმდინარე სეზონში, ტომას ტუხელი საკუთარი დაცვის ხაზით უკმაყოფილოა, რაც პირდაპირ შედეგზე აისახა. ბუნდესლიგაში „ბაიერნი“ ლიდერი არ არის. პირველ პოზიციას ლევერკუზენის „ბაიერი“ იკავებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდ არაუხოს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 70 მილიონი ევროა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ოსიმენმა ნაპოლისთან კონტრაქტი განაახლა
ოფიციალურად: ოსიმენმა ნაპოლისთან კონტრაქტი განაახლა