ესპანური პრესა ზიდანის მოხსნას არ გამორიცხავს - რომელი გრანდი ელოდება ზიზუს?
Aa
Aa

ესპანური პრესა ზიდანის მოხსნას არ გამორიცხავს - რომელი გრანდი ელოდება ზიზუს?

ლა ლიგის მე-10 ტურში „ჟირონასთან“ სენსაციურად დამარცხების შემდეგ, ესპანური პრესა აქტიურად წერს, რომ ზინედინ ზიდანს მალე კარისკენ მიუთითებენ.

„რეალმა“ სეზონი ძალიან არასტაბილურად დაიწყო და უამრავი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა.

პრესის თქმით, გუნდის ასპარეობით ძალიან უკმაყოფილოა ფლორენტინო პერესი, რომელიც უკვე ზიდანის პოტენციური შემცვლელის ძებნაშია. ჯერჯერობით, კანდიდატები არ დასახელებულა. სამაგიეროდ დაიწერა, რომ მადრიდიდან აბარგების შემთხვევაში ზიდანი „იუვენტუსს“ ჩაიბარებს.

ტურინელები, თავიანთ ყოფილ მოთამაშეს უკვე დიდი ხანია აკვირდებიან. „ბებერი სინიორა“ მის კანდიდატურას ჯერ კიდევ 2 წლის წინ განიხილავდა.

„რეალი“ მომდევნო შეხვედრას ოთხშაბათს „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართავს და მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, ზიდანის სკამი კიდევ უფრო შეირყევა.

შეგახსენებთ, რომ პრიმერადივიზიონში მადრიდელები თავიანთ მთავარ კონკურენტ „ბარსელონას“ უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები