სუპერლიგა
Aa
Aa

სუპერ ლიგის სავარაუდო ფორმატი | ახალი პლატფორმა, რომელზეც მატჩებს უფასოდ ნახავთ

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ FIFA და UEFA დამნაშავედ ცნო და გამოიტანა ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა კონკურენციის კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედეს, როდესაც 2021 წელს ევროპის სუპერ ლიგის ფორმირების იდეა დაბლოკეს და ახალ ტურნირში გაწევრიანებულ გუნდებს სანქციებით დაემუქრნენ. შესაბამისად, ამ გუნდებს შეუძლიათ სუპერ ლიგა ხელახლა შექმნან და უცხოური პრესის მთავარი სასაუბრო თემა სწორედ ეს საკითხი გახლავთ.

სუპერ ლიგის შემქმნელი კომპანიის A22 Sports-ის მიხედვით, ტურნირი ღია იქნება და მონაწილე კლუბები სპორტული დამსახურებით შეირჩევიან. კაცთა გათამაშება 64-გუნდიანი იქნება, ქალთა - 32-გუნდიანი. Marca-ს ინფორმაციით, სუპერ ლიგაში სამი დივიზიონი იქნება - Star, Gold და Blue. დივიზიონებს შორის აღზევება/დაქვეითება იმოქმედებს და Star-სა და Gold-ში 16-16 კლუბი იასპარეზებს, Blue-ს, რომელშიც გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით მოხვდებიან, 32 მონაწილე ეყოლება.

სუპერ ლიგაში მუდმივი წევრის სტატუსით არავინ იქნება, ხოლო ერთ სეზონში რეგულარულ ჩემპიონატსა და პლეიოფს ვიხილავთ. რეგულარული ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება და კლუბები საერთო ჯამში, 14-14 თამაშს გამართავენ. პლეიოფში ლიგის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა და ასევე გახდება ცნობილი გუნდები, რომლებიც დივიზიონში აღზევდებიან ან დაქვეითდებიან. არის ვარაუდი, რომ სუპერ ლიგის პირველი გათამაშება 2025/26 წლების სეზონში ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ სუპერ ლიგის ხელმძღვანელები სპეციალურ პლატფორმას, Unify-ს ქმნიან, რომელზეც ამ ტურნირის ეგიდით გამართული მატჩების ხილვა უფასო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შარშან კვარამ ჩემი აყვირებაც შეძლო“ - რას იხსენებს არიგო საკი
„შარშან კვარამ ჩემი აყვირებაც შეძლო“ - რას იხსენებს არიგო საკი